Saturday, February 2, 2013


კანარის კუნძულები . 


კანარის კუნძულები–ესპანეთის ერთ –ერთი ავტონომიური გაერთიანებაა.მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულებზე აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან.მოიცავს 7 კუნძულს:ტენერიფე,ლას–პალმასი,იერო,გომერა,გრან–კანარია,ფუერტევენტურა,ლანსაროტი.


ფართობი–7,3 ათასი კვადრატული კილომეტრი.
უმაღლესი მწვერვალი–პიკო დე ტეიდე,3718 მ.
მოსახლეობა–1400 000.
ადმინისტრაციული ცენტრი-სანტა–კრუს–დე–ტენერიფე.
საკანონმდებლო ორგანო–60 წევრიანი პარლამენტი.
ისტორია
1402 წელს აღმოაჩინეს რომაელებმა,სადაც ბევრი ძაღლი უნახავთ(canis ლათინურად),სახელიც აქედან დაერქვა.1415 –ზღვაოსანმა ჟან დე ბეტანკურმა დაიკავა კუნძულები და მეფე გახდა.1479–განადგურებულ იქნენ ადგილობრივი მოსახლენი გუანშები.1902–ჩაახშეს ავტონომისტური მოძრაობა,1993–იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა.
ტენერიფე არის ყველაზე პოპულარული კუნძული,მას ყოველ წელს 5 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.
შესანიშნავი პალმები,სასიამოვნო კლიმატი,სასტუმროების ფართო არჩევანი,საინტერესო საექსკურსიო ზონა და რაც მთავარია ,არაჩვეულებრივი პირობები დასვენებისათვის.
















10 ულამაზესი ტბა მსოფლიოში


1.მალავის (იგივე ნიას) ტბა





მალავის ტბა მდებარეობს მალავის, მოზამბიკისა და ტანზანიას შორის. ეს ტბა აფრიკის ყველაზე ღრმა ტბებს შორის მეორე ადგილს იკავებს, მისი სიღრმე 706 მეტრია. მისი ასაკი მინიმუმ 40.000 წელია. ამ ტბაში არის 1000 სახეობის ულამაზესი და ეგზოტიკური თევზი. სამწუხაროდ მათი რაოდენობა თანდათან მცირდება, რადგან თევზაობა გადაჭარბებულია.

2. პეიტოს ტბა




ტბა მდებარეობს კანადაში ბანფის ეროვნულ პარკში. ეს ტბა გარშემორტყმულია ულამაზესი ლანდშაფტით. ტბა იკვებება მყინვარებიდან ნადნობი მდინარეებით. ტბა არის გასაოცარი ფირუზის ფერის.

3. კრატერის ტბა





კრატერის ტბა წარმოქმნილია ვულკანში. იგი არის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ღრმა ტბა. ტბას გარშემო აკრავს ულამაზესი ლანდშაფტი

4. კომოს ტბა



კომოს ტბა მდებარეობს მილანთან ახლოს მთიან ადგილას. სანაპირო ზოლზე გადაჭიმულია შუასაუკუნოვანი დასახლებები უძველესი ციხესიმაგრეებით. აქ მდებარეობს ყველაზე პრესტიჟული სასტუმროები. იგი წარმოადგენს პოპულარული ტურისტული მნიშვნელობის ადგილს იმიტომ რომ აქ არის ზომიერი ამინდები,ულამაზესი ლანდშაფტი, და ველური ბუნება. მისი ფართობი 146 კმ²-ია და წარმოადგენს იტალიის სიდიდით მესამე ტბას გარდასა და ლაგო-მაჯორეს შემდეგ. 400 მ სიღრმით, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბაა და მისი ფსკერი ზღვის დონიდან თითქმის 200 მეტრით დაბლა მდებარეობს.

 5. ტაალის ტბა



ტაალის ტბა მდებარეობს ფილიპინებში. არამარტო ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ტბად მსოფლიოში, აგრეთვე იგი არის ყველაზე საშიში ტბა. რადგან მასთან ახლს მდებარეობს ვულკანი. ეს ტბა ვულკანური წარმოშობისაა. ტაალის ვულკანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სწორედ ამიტომ ითვლება იგი საშიშ ტბად. იგი ჩამოყალიბდა 100.000 წლის წინ, როცა მიმდინარეობდა ვულკანის აქტიური ამოფრქვევა. ტურისტებისთვის იქ მისვლა შეზღუდულია, რადგან ვულკანი შეიძლება ნებისმიერ დროს “გაბრაზდეს :)” და მათ საფრთხე დაემუქროთ .

6. ატიტლანის ტბა


ეს არის ძალიან ლამაზი ვულკანური წარმოშობის ტბა. მისი სიღრმე 600 მეტრია. იგი გამოირჩევა ულამაზესი პეიზაჟებით. ამ ტბის ირგვლივ არის ულამაზესი სოფლები

 7. ტბა გარდა




იტალიის ერთერთი უდიდესი ტბა. მას აქვს დიდი ტურისტული დანიშნულება.. ტბა გარშემორტყმულია ულამაზესი პლაჟებით და გასაოცარი ხედებით. ტბის სამხრეთით არის პატარა ულამაზესი სიოფლები, სადაც უამრავი ტურისტი ჩადის. ტბაში გვხვდება პატარ-პატარა კუნძულები

8. ანეცის ტბა



მდებარეობს საფრანგეთში. გარდა იმისა რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ტბაა, იგი აგრეთვე მსოფლიოს ყველაზე სუფთა ტბაა. ეს ტბა ცნობილია თავისი მრავალი ტურისტული ცენტრით, ატრაქციონებით და სხვა. აქ მოგზაურობა დაუვიწყარია.

9. პლიტვისის ტბა


ეს ტბა მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, ეს ერთ-ერთი ადგილია რომელიც დაემატა იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას. ეს არის ულამაზესი ტბის კასკადები. სულ არის 16 პატარა ტბა, სადაც წარმოიქმნება უამრავი პატარა მდინარე. ამ პატარა ტბებს აქვს საოცარი თვისება – თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ფერი, რომელიც იცვლება ღია ცისფერად

10. მატესონის ტბა



ტბა მდებარეობს ახალ ზელანდიაში. ტბის ზედაპირი ყოველთვის წყნარია და მისი ანარეკლი ულამაზესია.. ტბას გარშემორტყმული აქვს ხეები.. აქ მართლაც ულამაზესი ლანდშაფტია, აგრეთვე გვხვდება ველური ბუნებაც



https://www.google.ge/search?client=opera&rls=ka&q=%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A2%E1%83%91%E1%83%90&sourceid=opera&ie=utf-8&oe=utf-8&channel=suggest

მსოფლიოს 10 ულამაზესი ჩანჩქერი...



ანხელი - მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი. 979 მეტრი, უწყვეტი წყლის ვარდა 807 მეტრი, 

წყალი იმდენად დიდ ხანს ვარდება რომ ჰაერში იშლება და ნისლად იქცევა





იგუასუ - ბრაზილიის და არგენტინის საზღვარზე მდებარე ჩანჩქერი 2011 წელს 

აღიარებულ იქნა ბუნების 7 საოცრებიდან ერთ-ერთად



ვიქტორია - მდ. ზამბეზი ზიმბაბვესა და ზამბიის საზღვარზე.



ჯოგი - ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ინდოეთში




ხუანგოშუ - მსოფლიოს ერთადერთი ჩანჩქერი, რომლის დათვალიერებაც 6 კუთხიდან

 არის შესაძლებელი




ტის-ისატი - ჩანჩქერი მდ. ცისფერ ნილოსზე. ეთიოპია





ნიაგარა - აშშ-ს და კანადის საზღვარი, ჩანჩქერის სიმაღლე არც ისე დიდია, თუმცა 

წყლის 

მოცულობით ყველაზე მძლავრია ჩრდ. ამერიკაში




დეტიანი - სიდიდით მეოთხეა ტრანსნაციონალურ ჩანჩქერებში, მისი ნახვა 

რეკომედირებულია მაისიდან სექტემბრამდე, ამ დროს წყლის დონე მაქსიმალურ 

ნიშნულს აღწევს



კაიეტური - დასავლეთ გაიანა, სიმაღლე 226 მეტრია, სიმძლავრით ერთ-ერთი ყველაზე 

მძლავრი ჩანჩქერია მსოფლიოში, ის წამში 1263 კუბურ მეტრს წყალს ხარჯავს




გიუდილფოსი - ისლანდია





მალდივის კუნძულები


სამოთხე დედამიწაზე: მალდივის კუნძულები

ნაპირთან ახლოს წყალში ჩადგმული შეზლონგი, ოკეანის ტალღების ხმა, თეთრი ქვიშის სანაპიროები,ფეხებზე მოლამუნე თბილი, ფირუზისფერი წყალი, ვარკვლავებით მოჭედილი ცა, ჰარმონიული, რომანტიკული საღამოები და მშვიდი გარემოდიახ, ეს მალდივის კუნძულებია! რეალობად ქცეული ზღაპარი!
მალდივის კუნძულები მდებარეობს სამხრეთ აზიაში, ინდოეთის ოკეანის აუზში. მალდივები ბუდისტმა ბერებმა აღმოაჩინეს V საუკუნეში, XII საუკუნეში კი სახელწმიფო რელიგიად ისლამი გამოცხადდა. მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1.190 მცირე კუნძულ-ატოლს, რომელთაგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. თვითონ კუნძულები ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივს წარმოადგენს. აქ არსებული ყველა კუნძული ძალიან დაბალია და მათი სიმაღლე ზღვის დონიდან 2 მეტრს არ აღემატება. კუნძულების უმეტესობა შემოსაზღვრულია ბარიერული რიფით, რომელიც კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და ლამაზს ხდის ისედაც გასაოცარ კუნძულებს. ნესტიანი კლიმატის გამო მალდივებზე საშიში დაავადება-მალარია მძვინვარებს, თუმცა აქ დამსვენებლ ტურისტებს ეს პრობლემა არანაირად არ აწუხებებთ. კუნძულები მდიდარია კაკაოს, ნესვის, ბატატისა(ტკბილი კარტოფილი) და ქოქოსის ტყეებით. ფაუნაც განსაკუთრებული და მრავალფეროვანია. ინდოეთის ოკეანის წყლები სავსეა კუებითა და უამრავი სხვადასხვა სახეობის ულამაზესი თევზით.





მსოფლიოს ახალი 7 საოცრება (playlist)




10 მსოფლიოს ყველაზე სასურველი და ლამაზი ადგილი










 მეათე ადგილი ავსტარალიის კონტინენტის ცენტრს, მთა ულურუს მიანიჭეს. ეს არის წითელი მთა, რომელიც აბორიგენებისთვის წმინდა ადგილად ითვლება.
  • მეცხრე ადგილზე გავიდა სამხრეთ ამერიკა, მდინარე ამაზონის დაბლობი მისი გრანდიოზული და ტროპიკული ლანდშაფტით
  • მერვე ადგილზე გავიდა ტიბეტი, აზია. ტიბეტი განთქმულია მისი ტაძრებით და ულამაზესი მინდვრებით, მის გარშემო უმაღლესი მწვერვალებია.
  • მეშვიდე ადგილი – სერეგენთი, აფრიკა. ადგილობრივების ენაზე სერეგენტი ნიშნავს უსასრულო ქვეყანას.
  • მეექსვე ადგილი მიანიჭეს პერუში მდებარე მაჩუ პიქჩუს (ეს კი ნამდვილად უნდა შესულიყო ამ სიაში). ამ მთებზე განლაგებულია ძველი,მიტოვებული ქალაქი.(სიმაღლე 2,7კმ)
  • მეხუთე ადგილი–  მსოფილოს ულამაზესი ადგილი : იტალია, ტუსკანი.
  • მეოთხე ადგილი– მდინარე დუნაის დელტა– ევროპა. დუნაის გარშემო ულამაზესი ბუნებაა: 300 ნაირსახეობის ჩიტი, 1200 სხავდასხვა ჯიშის მცენარე, 45 ნაირსახეობის თევზი.
  • მესამე ადგილი–  ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, ევროპა. თეთრად შეღებილი სახლები, კრისტალივით სუფთა ზღვა, ქვიშიანი სანაპირო, ეს ყვეალფერი ღირს ფულის დახარჯვად.
  • მეორე ადგილი– მდინარე იანძი, ჩინეთი. ყველაზე ეგზოტიკური და ველური სანაპირო… ეს მართლაც ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში.
  • და პირველი ადგილი– მალდივის კუნძლები, ინდოეთის ოკეანე. (ასეც ვიცოდი!) მალდივის კუნძლები მსოფლიოშ განთქმულია მისი სილამაზით. ის მართლაც ყველაზე ლამაზი ადგილია მსოფლიოში. Wanna see?