"სამოთხე დედამიწაზე"


სამოთხე დედამიწაზე: მალდივის კუნძულები

ნაპირთან ახლოს წყალში ჩადგმული შეზლონგი, ოკეანის ტალღების ხმა, თეთრი ქვიშის სანაპიროები,ფეხებზე მოლამუნე თბილი, ფირუზისფერი წყალი, ვარკვლავებით მოჭედილი ცა, ჰარმონიული, რომანტიკული საღამოები და მშვიდი გარემოდიახ, ეს მალდივის კუნძულებია! რეალობად ქცეული ზღაპარი!
მალდივის კუნძულები მდებარეობს სამხრეთ აზიაში, ინდოეთის ოკეანის აუზში. მალდივები ბუდისტმა ბერებმა აღმოაჩინეს V საუკუნეში, XII საუკუნეში კი სახელწმიფო რელიგიად ისლამი გამოცხადდა. მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1.190 მცირე კუნძულ-ატოლს, რომელთაგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. თვითონ კუნძულები ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივს წარმოადგენს. აქ არსებული ყველა კუნძული ძალიან დაბალია და მათი სიმაღლე ზღვის დონიდან 2 მეტრს არ აღემატება. კუნძულების უმეტესობა შემოსაზღვრულია ბარიერული რიფით, რომელიც კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და ლამაზს ხდის ისედაც გასაოცარ კუნძულებს. ნესტიანი კლიმატის გამო მალდივებზე საშიში დაავადება-მალარია მძვინვარებს, თუმცა აქ დამსვენებლ ტურისტებს ეს პრობლემა არანაირად არ აწუხებებთ. კუნძულები მდიდარია კაკაოს, ნესვის, ბატატისა(ტკბილი კარტოფილი) და ქოქოსის ტყეებით. ფაუნაც განსაკუთრებული და მრავალფეროვანია. ინდოეთის ოკეანის წყლები სავსეა კუებითა და უამრავი სხვადასხვა სახეობის ულამაზესი თევზით.





No comments:

Post a Comment